ჩვენ შესახებ
ლითონის ნაკეთობათა საწარმო „მასო“ არის ერთერთი ყველაზე დიდი საწარმო საქართველოში. იგი დაარსდა 2015 წელს და სულ მალე ლითონის დამუშავების სექტორში მოწინავე პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მასში დასაქმებულები არიან სერთიფიცირებული და გამოცდილი სპეციალისტები. ექსპერტების გუნდი მუდმივად ზრუნავს , რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის მასალა რომლისგანაც შესაძლებელი იქნება უმაღლესი ხარისხის პროდუქციის დამზადება. ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება იძლევა ჩვენი
საწარმოს საიმედობაში და სტაბილურობაში დარწმუნების შესაძლებლობას. ჩვენი საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ლითონის ნაკეთობებს როგორიცაა: კარი, ჭიშკარი, საწოლი, მოაჯირი, ვიტრაჟი, კიბე, გისოსი, აივანი, ჭიშკარი, ფანჩატური, საქანელა, სკვერის სკამები, ბუხარი, მაყალი, ღობე, ავეჯი და სხვა. ასევე ისეთი სახის სერვისებს როგორიცაა : ლაზერული ჭრა ლითონზე, ლითონის ღუნვა- მომრგვალება, შედუღება, თერმული ღებვა. ჩვენი მიზანია მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება რომელიც დაფუძნებულია სტაბილურ თანამშრომლობაზე, სანდოობასა და ხარისხზე. “MASO” ში მუდმივად კონტროლდება ხარისხი იმისთვის , რომ მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.